ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 413 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 413 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 7 და დიალიზზე მყოფი 13 პაციენტი, 321 მედიკოსი, 42 მძღოლი, შს სამინისტროს 6 თანამშრომელი, ასევე 20 საკარანტინო სივრცეში და 4 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  323 მოქალაქე იმყოფება.
Print