ახალი ამბები
აფხაზეთიდან გადმოყვანილი კოვიდდადასტურებული ქალი მედიკოსია
აფხაზეთიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი მედიკოსია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ უთხრა.

"პაციენტი მკურნალობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ იქ ვეღარ მართეს სიტუაცია და 1-ელ აგვისტოს რუხის კლინიკაში იქნა გადმოყვანილი. იქ დაიწყო მკურნალობა, გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მძიმე ხარისხის პნევმონია და გუშინ პაციენტი გადმოიყვანეს იქნა ჩვენთან. უნდა აღნიშნოს, რომ მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად, პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები ან ინტენსიური თერაპია. იმყოფება ჩვეულებრივ პალატაში, საკმარისია მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო პაციენტია იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პნევმონია იყო დაფიქსირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. მას უტარდება ყველა გამოკვლევა პროტოკოლის მიხედვით და ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ ყველას, ვინც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვა, დავეხმაროთ და ვუმკურნალოთ ისევე, როგორც შეშვენის საქართველოს მოქალაქეებს", - თქვა გოფოძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
Print