ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 26 შემთხვევა დადასტურდა 
მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სოხუმში 235 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. 26 მათგანს Covid-19 დაუდგინდა. ამავე ცნობით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა. 

შტაბის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 182 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 66 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
Print