ახალი ამბები
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 442 პირს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 442 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორისაა დადასტურებული შემთხვევების 24 კონტაქტი, ცხელების ცენტრების 19 პაციენტი, 62 მედიკოსი, შსს 67 თანამშრომელი, 15 მძღოლი, 9 ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი, ასევე 230 კარანტინსა და 16 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა პასუხი უარყოფითია. 

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში Covid19-ით ინფიცირების სულ 1394 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამჟამად 1132-ს შეადგენს.
Print