ახალი ამბები
რუხის კლინიკაში 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 241 პირის ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ამავე ცნობით, განმეორებითი ტესტირების შედეგებით რუხის კლინიკის სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი ე.წ ლენჯერის კლასტერიდან არიან.

მედიკოსების ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში 2 კოვიდდადებითი პირი აგრძელებს მკურნალობას.

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
Print