ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით,  ერთი ახალგაზრდა მამაკაცია,  რომელიც კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზით  ოკუპირებული აფხაზეთიდან კადმოიყვანეს, ხოლო მეორე ახალგაზრდა ქალია.

„დილის მონაცემებით, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მოგვიანებით გვეცოდინება მათი ზოგადი მდგომარეობის შესახებ“, - თქვა ჯანაშიამ.

ბოლო მონაცემებით, რუხის კლინიკაში ჯამში 9 პაციენტია მოთავსებული. აქედან, 3 კოვიდინფიცირებული ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება, ხოლო ოთხ მათგანს ცხელება აღენიშნება. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, მათ კვლევები დღეს ჩაუტარდება.
Print