ახალი ამბები
სოფელ საბერიოში კორონავირუსი კიდევ 7 პირს დადუდგინდა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ 7 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ყველა მათგანი ენგურჰესის თანამშრომელია. ამ დრომდე საბერიოში კოვიდ-19 სულ 53 ადამიანს დაუდასტურეს. აქედან ურავლესობა ენგურჰესის თანამშრომელია, დანარჩენი მათი კონტაქტები. მათ, სავარაუდოდ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში გადაანაწილებენ.

რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 60 კოვიდადასტურებული და 4 ცხელების ნიშნებით მოთავსებული პაციენტი მკურნალობს. მედიკოსების ცნობით, გუშინ ორი პაციენტი - ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი და ახალგაზრდა ქალი გაეწერეს, რომელიც ზუგდიდში სტუმრად, მატარებლით ჩამოვიდა. ზუგდიდში ბოლოს სწორედ მას დაუდგინდა კოვიდ-19.


Print