ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 აჭარაში, ხოლო 17 თბილისში  გამოვლინდა. მისივე ცნობით, 4 შემთხვევა იმპორტირებულია.

"დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. ყველაზე ბევრი, 109 შემთხვევა არის აჭარაში, რომელიც საყურადღებოა და ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ვებგვერდის stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი იმყოფება, კორონავირუსისგან სულ 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Print