ახალი ამბები
სოფელ საბერიოში კოვიდ-19 კიდევ 5 პირს დაუდგინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 165 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. აქედან, 29 პირი ე.წ. საბერიოს კლასტერის კონტაქტია. გამოკვლეულებს შორის ახალი კორონავირუსი 6 პირს დაუდგინდა, მათ შორის, 5 საბერიოს მკვიდრია, ერთი კი ფოთის მცხოვრები. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.

"ფოთელ ახალგაზრდა მამაკაცს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი 32-ივე კონტაქტი დადგენილია და არიან თვითიზოლაციაში, ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა თორიამ.

ამ დრომდე, საბერიოში ახალი კორონავირუსი 44 პირს დაუდგინდა, მათი უმრავლესობა ენგურჰესის თანამშრომელია.
Print