ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შემთხვევათა რაოდენობამ 4399 -ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამავე ცნობით, ქვეყანაში კოვიდ19-სგან კიდევ 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში მათი რაოდენობა 1705-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა.


Print