ახალი ამბები
ოჩამჩირიდან ქუთაისში გადაყვანილი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 5 კოვიდდადასტურებული პირი გარდაიცვალა. მისივე ცნობით, პაციენტებიდან ორი ბათუმში, სამი კი ქუთაისში მკურნალობდა, მათ შორის, ერთი ოკუპირებული ოჩამჩირიდან იყო გადმოყვანილი.

"ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ოჩამჩირიდან. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-დან 90-წლამდე", - თქვა მინისტრმა.

ქვეყანაში დღეს Covid19-ის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.
Print