ახალი ამბები
ზუგდიდის პირველ სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სწავლა შესაძლოა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ უთხრა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ გუშინ, გვიან ღამით შეიტყო.

"თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო ბავშვი როგორც ვიცი. გუშინ მოუვიდათ დადებითი პასუხი, დაახლოებით 11 საათზე, თუმცა მშობელი არ გამოცხადდა და ჩვენ ამის შესახებ გვიან დაგვაუწყა. მკაცრად ვიცავდით რეგულაციებს და ამის იმედი მაქვს. გარდა ამისა, ამ მოსწავლის კლასი არის ძირითადი შენობიდან განცალკევებით, მინიმალური კონტაქტი ჰქონდა სხვა ბავშვებთან. პედაგოგი ერთი შედიოდა და აღჭურვილი იყო როგორც ითვალისწინებს რეგულაცია. ფაქტობრივად, ხუთშაბათს და პარასკევს იარა ბავშვმა სკოლაში. ვისარგებლებ შემთხვევით, ვთხოვ ყველა მშობელს, რომელიც მოდის სკოლასთან - ერთმანეთთან დაიცვან დისტანცია, არ შემოვიდნენ სკოლაში, რაზეც შენიშვნა აღიზიანებთ ხშირად, ბავშვებს მისცენ თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობა, რეკომენდაციების გათვალისწინებით", - ამბობს გოგინავა. 

საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არ იციან გაგრძელდება თუ არა სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში და ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მათივე თქმით, სასწავლო პროცესს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით დაგეგმავენ.
Print