ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პირი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები აისახა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხს, პაციენტების რაოდენობა 375-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 8696 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 4619 პირი. ინფექციით ქვეყანაში სულ 52 პაციენტი გარდაიცვალა.


Print