სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ჩხოროწყუში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  
მისივე ცნობით, 1 ინფიცირებული მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს 
მედიკოსის კონტაქტია, ხოლო 2 პირის წყარო ჯერჯერობით უცნობია. 
"მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების დადგენა", - აღნიშნა თორიამ. 
ინფორმაციისთვის, ჩხოროწყუს რაიონული საავადმყოფოს სამ მედიკოსს ახალი კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. 4 ოქტომბერს, რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე სულ 178 პირი გამოიკვლიეს. აქედან, ინფექცია 
10 მოქალაქეს დაუდგინდა.			
 
			
მასალის გამოყენების პირობები