ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 527 მოქალაქეს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10 752-ს შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 5866 -ს შეადგენს.

კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 72-ს შეადგენს.

Print