ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე ცნობით, ქვეყანაში კოვიდ19-ის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 11 794-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6327 გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსისგან კიდევ 208 პაციენტი განიკურნა.

კარანტინის რეჟიმში 5590 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანია, კოვიდასტუმროებში კი 1393 მოქალაქეა მოთავსებული.

ამ დრომდე, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 85 ადამიანი გარდაიცვალა.

Print