ახალი ამბები
ხობის მკვიდრი 87 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 87 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გასულ თვეში დაუდგინდა, გუშინ, 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძეს ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

"პაციენტს ჰქონდა გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულ-ფილტვის და სუნთქვის უკმარისობა. შემოსვლისთანავე იყო ძალიან მძიმე, ორმხრივი მწვავე ბაქტერიული და ვირუსული პნევმონიით", - უთხრა რადიო "ათინათს" მუმლაძემ.

მისივე ცნობით, პაციენტი მათთან 21 სექტემბერს მოათავსეს.

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 279 ნიმუშიდან 68-ზე დადებითი პასუხია. მათგან 5 შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.



ფოტო: Khobi-info
Print