ახალი ამბები
ჩხოროწყუს მკვიდრი კორონავირუსით გარდაიცვალა
ჩხოროწყუს მკვიდრი 83 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი თერჯოლის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. პაციენტი გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი 1824 ახალი შემთხვევიდან 63 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.
Print