ახალი ამბები
მარტვილში 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
მარტვილში, საკუთარ სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 31 წლის ადგილობრივს, მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. როგორც როზა ჯანაშია ამბობს, მას სწრაფ ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, თუმცა PCR ტესტირებით Covid 19 დაუდგინდა.

"როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, გადაწყვიტეს კლინიკაში გადაყვანა, ამიტომაც აუღეს ტესტები კორონაზე. სამწუხაროდ, PCR-ის პასუხი დღეს მოვიდა დადებითი, ინფიცირებული კი მანამდე, დილით გარდაიცვალა", - თქვა ჯანაშიამ.
Print