ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში 5 მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა - ადმინისტრაცია
რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მედიკოსები გუშინ მძიმედ აფასებდნენ, გაუმჯობესდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნინო აკობიას ინფორმაციით, ამჟამად პაციენტები სტაბილურად არიან.

ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 157 კოვიდპაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან, 117 სამეგრელოს უკავშირდება, მათ შორის, 82 ზუგდიდში გამოვლინდა.
Print