ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 159 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 159 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო 36 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ახალი ვირუსული ინფექციით 1 012 ადამიანი გარდაიცვალა.


Print