ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პირი
25 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 269 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 90-ს ინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 56 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 32 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5 648 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 654 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 74-ს შეადგენს.


Print