ახალი ამბები
ხვალიდან მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებსაც აეკრძალებათ
ზუგდიდში, ფოთსა და ქვეყნის კიდევ 6 დიდ ქალაქში ხვალიდან ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის, სამარშრუტო ტაქსებს მგზავრების გადაყვანა ეკრძალებათ. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში დაგვიზუსტეს.

მთავრობის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ შეზღუდვა მუნიციპალურ ტრანსპორტს ეხებოდა, თუმცა როგორც ირკვევა მოძრაობა აეკრძალება ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ტაქსების  და კერძო ავტომობილების გადაადგილება ნებადართულია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.
Print