ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 66 ახალი შემთხვევა
27 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 206 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 66-ს ინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 57 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 20 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკაში Covid 19-ით გამოწვეული გართულებებით კიდევ 1 პაციენტი, 66 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 39 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საველე ჰოსპიტალში 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და მძიმე პოლიორგანული უკმარისობა ჰქონდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5 798 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 671 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 79-ს შეადგენს.


Print