ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 85 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 2 ადამიანი
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 85 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 28 ნოემბრის მონაცემებით, გუდაუთის საავდამყოფოში ამ ეტაპზე 56 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 16 მძიმე მდგომარეობაშია.

სოხუმის ინფექციურში 34 კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მძიმე მგომარეობაშია 1 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 45 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რაოდენობა 5883 - ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 3678 , გარდაცვლილია - 81 ადამიანი.


Print