ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში ახალი კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა მალხაზ თორიასვე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 147 კოვიდ პაციენტი, მათ შორის, 64 საშუალო სიმშიმისაა.

"ფოთის ჰოსპიტალში კი 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 11-ის მდგომარეობა მძიმეა. „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი. გუშინ და დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა ექვსი პაციენტი, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. გარდაცვლილებს ჰქონდათ თანმდევი დაავადებები. რეგიონში გამკაცრებული აკრძალვების აღსრულება მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად. განსაკუთრებული შეზღუდვები გავქვს ზუგდიდსა და ფოითში, ამ ქალაქებში ხვალ სკოლები არ განახლდება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, რესურსცენტრებმა სკოლებთან კოორდინაციით მიიღეს გადაწყვეტილებები და 85 სკოლაში დისტანციური სწავლება იქნება“, - ამბობს თორია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-სგან 454 პაციენტი განიკურნა, რაც რეგიონში გამოჯანმრთელებულების რეკორდული მაჩვენებელია.
Print