ახალი ამბები
წალენჯიხის მკვიდრი კორონავირუსით გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, გარდაცვლილი 71 წლის მამაკაცია, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. ის წალენჯიხის სოფელ მიქავას მკვიდრია. არსებული ინფორმაციით მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. 

სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 228 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით რეგიონში კორონავირუსი კიდევ 237 ადამიანს დაუდასტურდა.


Print