ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 408 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს. სულ გამოჯანმრთელდა 126 904 პირი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 38 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაიცვალა 1 425 ადამიანი.
Print