ახალი ამბები
სამეგრელოს კლინიკებში 263 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 268 პაციენტი მკურნალობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 156 პაციენტი, მათ შორის 80-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. 14 კოვიდდადასტურებული პირია მოთავსებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. ფოთის საავადმყოფოში 41 პირი მკურნალობს, მათ შორის 12 მძიმე. სენაკში, სენამედის კლინიკაში 40 ადამიანია მოთავსებული, მათგან 8 მძიმედაა. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 12 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.

ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 408 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 407 პირი. 

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 79 ადამიანი.

Print