ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, აბაშაში მცხოვრები 1954 წელს დაბადებული ქალი ქუთაისში გადიოდა მკურნალობის კურსს. სენაკის მკვიდრი 1936 წელს დაბადებული მამაკაცი კი "სენამედში" იყო მოთავსებული. ორივე მათგანს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. 

სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 279 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით რეგიონში კორონავირუსი კიდევ 434 ადამიანს დაუდასტურდა.

Print