ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 3 ზუგდიდში
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 პირი გარდაიცვალა. მათგან 3 ზუგდიდის, ერთი კი სენაკის მკვიდრია. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 2 პაციენტი, 1951 და 1939 წელს დაბადებული ქალები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდნენ მკურნალობის კურსს, ხოლო 1925 წელს დაბადებული მამაკაცი რუხის კლინიკაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება სენაკში მცხოვრებ 1949 წელს დაბადებულ მამაკაცს, ის "სენამედში" მკურნალობდა. 

სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 278 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით რეგიონში კორონავირუსი კიდევ 177 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 591 პირი.
Print