ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით 4 პაციენტი რუხის საავადმყოფოში, ერთი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მათგან ერთი, 1932 წელს დაბადებული მამაკაცი ზუგდიდის სოფელ ცაიშის მკვიდრია. 1945 და 1959 წელს დაბადებული ქალები კი წალენჯიხიდან არიან. რაც შეეხება 1960 და 1938 წელს დაბადებულ 2 პაციენტს, ორივე ქალი ფოთის მცხოვრებია.

რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსი 377 პირს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 90 პაციენტი.


Print