ახალი ამბები
სამეგრელოს კლინიკებში 280-ზე მეტი კოვიდდადებითი მკურნალობს, მათ შორის მძიმე და კრიტიკული პაციენტებიც არიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში ამ დროისთვის 281 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან ყველაზე მეტი - 147 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. 38-38 პაციენტს მკურნალობენ ფოთისა და სენაკის კოვიდ ცენტრებში. 30 ინფიცირებულია მოთავსებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. აბაშის კოვიდ ცენტრში კი 28 კოვიდდადებითი პირი იმყოფება. რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, საშუალოდ მძიმეა 108 პაციენტი, 26 კოვიდდადებითი მძიმედაა, ფოთის კლინიკაში მყოფი ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

რეგიონის მასშტაბით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 507 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო ზონაში იმყოფება 123 პირი.

სულ ბოლო 24 საათში ვირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში 325 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული.​
Print