ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 299 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. სიჭინავას ინფორმაციით სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი კიდევ 299 ადამიანს დაუდგინდა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 187 006-ს. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 780 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 154 241-მდე. 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 50 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 744 პირი ემსხვერპლა.
Print