ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის კლინიკებში მოთავსებული ორი ინფიცირებული გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ორივე მათგანი სენაკელია. ამავე ინფორმაციით, მათგან ერთი - 76 წლის ქალი ფოთის ევექსის კლინიკაში მკურნალობდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, 85 წლის მამაკაცი სენამედის პაციენტი იყო.

ამ ეტაპზე რეგიონის 5 კოვიდმიმღებ ცენტრში 295 ინფიცირებული მკურნალობს, პაციენტების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში  Covid 19-ით ინფიცირების 299 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 192 ადამიანი.
Print