ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 283 პაციენტი მკურნალობს, მათგან 28 მძიმე მდგომარეობაშია
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 283 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ან საშუალოდ მძიმეა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში იმყოფება 147 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 80-ის, ხოლო მძიმეა 9 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სენაკში, სენამედის კლინიკაში 39 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან საშუალო სიმძიმის 8, მძიმე კი - 5 პაციენტია. 42 კოვიდდადებითი გადის მკურნალობის კურსს ფოთის კლინიკაში, მათ შორის 10 მძიმეა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 30 ინფიცირებული პაციენტია, მათგან მძიმედაა 4. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში კი ექიმები 25 პაციენტს მკურნალობენ. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 146 ადამიანი, გარდაიცვალა 1 ინფიცირებული. გასულ 24 საათში რეგიონში კორონავირუსი კიდევ 74 პირს დაუდგინდა. 

საკარანტინო ზონებში 116 მოქალაქეა მოთავსებული.  

Print