ახალი ამბები
კორონავირუსით ჩხოროწყუს მკვიდრი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 62 წლის ქალი ჩხოროწყუს მკვიდრია. ის სენაკში, კლინიკა "არქიმედეში" გადიოდა მკურნალობის კურსს. 

რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე 291 ადამიანი მკურნალობს. 

ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 404​ ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 114 პირი.
Print