ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით 32 წლის პაციენტი გარდაიცვალა
რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 32 წლის ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. მამაკაცი საავადმყოფოში ფოთიდან რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

"10 დღე მკურნალობდა სახლში, თვითმკურნალობას ეწეოდა. მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა, ფილტვების დაზიანებით", - თქვა საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ.

მისივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ერთი, 60 წელს გადაცილებული პირი გარდაიცვალა, რომელიც ასევე ფოთის მკვიდრია.  

ამ ეტაპზე რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 150 პაციენტი მკურნალობს. მათგან 80-მდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 5 პაციენტი მძიმედაა. 


Print