ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 199 ადამიანს დაუდგინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 199 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ თქვა. მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 204 003-ს. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 244 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 171 526-მდე. 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 49 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა. 


Print