ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 270 პაციენტი მკურნალობს, 30-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში დღეის მონაცემებით 270 ადამიანი მკურნალობს, მათგან 30 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 110 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, მათ შორის 85-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 6-ის კი მძიმე. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 7 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 24 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1 მძიმედაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 154 ადამიანი.

საკარანტინო სივრცეებში 42 პირი იმყოფება.
Print