ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 155 ადამიანს დაუდგინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 155 ადამიანი დაინფიცირდა, სულ 2 012 ახალი შემთხვევაა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 224 155-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 443 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 208 951-მდე.





Print