ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 213 პაციენტი მკურნალობს, 20-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში დღეის მონაცემებით 213 ადამიანი მკურნალობს, მათგან 20 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 77 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 35 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 11-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 20 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 13 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 29 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების 138 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 357 ადამიანი, გარდაიცვალა ერთი პირი.

საკარანტინო სივრცეებში 93 პირი იმყოფება.


Print