ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებში 211 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 19 პირი
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში დღეის მონაცემებით 211 ადამიანი მკურნალობს, მათგან 19 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 71 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 33 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 11-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 24 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 14 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 30.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 191 ადამიანი.

საკარანტინო სივრცეებში 96 პირი იმყოფება.

Print