ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 68 სამეგრელო-ზემო სვანეთში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 410-ს. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 265 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 214 992-მდე.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 528 პირი ემსხვერპლა.
Print