ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა
8 იანვარს აფხაზეთში 543 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 148-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გასული 48 საათის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. მათგან 1 გუდაუთის ჰოსპიტალში, 1 სოხუმის ინფექციურში, 2 კი საველე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.  

ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 74 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 26-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36, ტყვარჩელის კლინიკაში 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 30, ოჩამჩირის საავადმყოფოში 15, საველე ჰოსპიტალში კი 43 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 9 613 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 140, გამოჯანმრთელდა 7 224 ადამიანი.


Print