ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსისგან 52 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაინფიცირდა 183 პირი 
რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 183 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 52 პირი. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში 214 ადამიანი მკურნალობს, მათგან 15 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. 

64 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 38 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 36 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 პირი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კორონავირუსით სამეგრელოში კიდევ ერთი, ჩხოროწყუში მცხოვრები პირი გარდაიცვალა.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში ამ ეტაპზე 37 პირი იმყოფება.


Print