ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა
12 იანვარს აფხაზეთში 528 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 179-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. 74 წლის მამაკაცი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.  

ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 91 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 29-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35, ტყვარჩელის კლინიკაში 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 32, ოჩამჩირის საავადმყოფოში 22, საველე ჰოსპიტალში კი 50 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 9 961 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 142, გამოჯანმრთელდა 7 506 ადამიანი.

Print