ახალი ამბები
სამეგრელოს კლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან, 13-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 180-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან 13 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, რუხის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 50 ადამიანი გადის. "სენა-მედის" კლინიკაში  35 კოვიდპაციენტი იმყოფება, მათგან მძიმე 5. ფოთის კლინიკაში მოთავსებული  39 პირიდან, 5-ის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 20 კოვიდპაციენტს მკურნალობენ, მათ შორის, 3 მძიმეა მდგომარეობაშია. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 11 პაციენტი იმყოფება, ხოლო სენაკის  "ლაზიკა მედიში" 24 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით, დღის განმავლობაში 92 პირი გამოჯანმრთელდა. ვირუსი კიდევ 60 მოქალაქეს დაუდგინდა.


Print