ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 18 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში 298 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 18-ს დაუდგინდა კორონავირუსი. მათივე მონაცემებით, 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

ამ ეტაპზე გუდაუთის ჰოსპიტალში 87 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 28-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურში - 36 კოვიდ ინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12, ტყვარჩელში - 7, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 32, რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი 24 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11818 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 184, გამოჯანმრთელებული კი 10756 ადამიანი.


Print