ახალი ამბები
სოხუმი: დადასტურებულია კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილია 1 პაციენტი
Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე - ღამი განმავლობაში აფხაზეთში 250 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 25-ს კორონავირუსი დაუდგინდა. 

მათივე მონაცემებით, კორონავირუსით ერთი პაციენტი, 1949 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში ამ ეტაპზე 41 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში -13, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში- 7, ტყვარჩელში - 3, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 13, სოხუმში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი 15 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 725 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 196, გამოჯანმრთელებული - 12 017 ადამიანი.



Print